ძალიან დიდი საქმეა მორჩილება, როდესაც ზემდგომის მორჩილების ქვეშ ცხოვრობ და საკუთარი თავის ბატონი არ ხარ,
რადგან გაცილებით უფრო უსაფრთხოა ვისიმე მორჩილების ქვეშ იყო, ვიდრე ბრძანებებს გასცემდე. მრავალი ადამიანი მორჩილების ქვეშ საჭიროების გამი უფრო ცხოვრობს, ვიდრე სიყვარულის. ასეთი ადამიანები მცირე მიზეზის გამოც კი უკმაყოფილონი და დამწუხრებული ხდებიან, ისინი ვერ მოიპოვებენ სულიერ სიმშვიდეს, თუ მთელი გულით არ ისწავლიან მორჩილებას ღვთის სიყვარულის გამო.
წადი სადაც შეგიძლია, სიმშვიდეს ვერ იპოვი, თუკი თავმდაბლობით არ დაემორჩილები შენს ზევით მდგომს. მრავალი ადამიანი მოატყუა ბედნიერების ძიებამ ცვლილებებისა და ადგილის შეცვლის მეშვეობით.
მართალია, რომ ყველა ადამიანს იმისი კეთება სურს, რაც მას მოსწონს და უფრო ისეთი ხალხისკენ მიუწევს გული, ვინც მის აზრს იზიარებს. მაგრამ, თუ ღმერთი ჩვენს შორის არის,მშვიდობის კურთხევების მისაღებად ხანდახან ჩვენი მოსაზრებებისთვის უარის თქმა მოგვიწევს.
უფრო მეტიც, ვინ არის ისეთი ბრძენი, რომ ყველაფრის ცოდნა გააჩნდეს? მეტისმეტად ნუ დაეყრდნობი საკუთარ მოსაზრებებს, არამედ სხვების აზრის მოსმენის სურვილიც იქონიე. მიუხედავად იმისა, რომ შენი მოსაზრებაც კარგია, მაგრამ ღვთის სიყვარულის გამო, სხვის მოსაზრებას გაითვალისწინებ, უფრო მეტ დამსახურებას მიიღებ, რამეთუ ხშირად მომისმენია, რომ გაცილებით უფრო სხვის რჩევას მოუსმინო და გაითვალისწინო იგი, ვიდრე თავად გასცე რჩევა. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მაშინ, როდესაც საკუთარი მოსაზრება მართებულად მიგაჩნია, უარი თქვა სხვა ადამიანების მოსაზრებაზე, როდესაც ამას გონება და საქმე მოითხოვს, ეს სიამაყისა და სიჯიუტის ნიშანია.
„თუ სმენით მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.“(გამოსვლა 23:22)
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები
