არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს. გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად მოუწოდებს სახელმწიფოებს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ და სტრატეგიული გეგმები შეიმუშავონ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად, – გაერო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საქართველოში ნაადრევი ქორწინების შესახებ.
ფსიქოლოგები გამოყოფენ რამოდენიმე მოტივს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მიზეზი გახდეს:
1. ხშირად გოგონას იმიტომ ეჩქარება გათხოვება, რომ საკუთარი მშობლებისგან ოჯახური სითბოს
ნაკლებობას
გრძნობს
და
სურს,
ამ
გრძნობის
კომპენსაცია
საკუთარი
ოჯახის
შექმნით
მოახდინოს;
2. ახალგაზრდაზე მშობლები ხშირად გადამეტებულად ზრუნავენ. უფროსები
მას
აღიქვამენ
და
ექცევიან,
როგორც
პატარა
ბავშვს.
ოჯახის
შექმნის
მოთხოვნილებას
ამგვარი
მზრუნველობისგან
გაქცევის
სურვილით
ხსნის;
3. არსებობს ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც სიყვარულის გრძნობაში ურევენ;
4. ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის არც თუ იშვიათი მიზეზია დაორსულება.
რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნის უმთავრესი მოტივია სიყვარული
ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე გოგონას დაორსულების გამო შექმნილი ოჯახია. აქ შეიძლება ორი ვარიანტი იყოს: ეს გოგონა ყოფილიყო შემთხვევითი ნაცნობი, ან ის, ვინც ნამდვილად უყვარს ბიჭს. პირველ შემთხვევაში, ნაკლებად ნაცნობ
ადამიანთან
იძულებით
შექმნილი
ოჯახი
უფრო
მეტად
ექვემდებარება
კრახის
რისკს.
სამწუხაროა,
რომ
ადრეულ
ასაკში
დაოჯახებული
გოგონების
უმრავლესობა
ვერ
ახერხებს
განათლების
მიღებას.
ასეთი
ოჯახები
მშობლებზე
არიან
დამოკიდებულნი.
ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას კარგი
იქნება
ახალგაზრდები
დაფიქრდნენ,
არის
თუ
არა
მათი
გადაწყვეტილება
სიყვარულზე
ან
მხოლოდ
ლტოლვაზე
დაფუძნებული,
არის
ეს
მშობლებისგან
გაქცევა
თუ
დამოუკიდებლობის
სურვილი?
დაუსვან
საკუთარ
თავს
შეკითხვა:
რამდენად
მზად
არიან
ოჯახის
შექმნისთვის
და
რას
მოელიან
ქორწინებიდან?
ნამდვილ სიყვარულს ერთი–ორი წელი ვერ გადახაზავს. აი, გატაცება ან ლტოლვა კი ამხელა დროის შუალედს ვერ უძლებს და ეს პერიოდი გადამწყვეტი იქნება.
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები
