გონების სიწმინდე და მიზნის ერთიანობა

   
  ადამიანი ორი ფრთის მეშვეობით მაღლდება დედამიწიდან: უბრალოებისა და სიწმინდის. უბრალოება უნდა იყოს მის განძრახვაში და სიწმინდე მის გრძნობებში. უბრალოებას ღმერთამდე მივყავართ, ხოლო სიწმინდე მოიცავს მას და ტკბება მისით.
  თუ შენი გული თავისუფალია არასათანადო მიდრეკილებებისაგან, არანაირი კეთილი საქმის კეთება  არ გაგიჭირდება თუ შენს მიზანს მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ უფალს ასიამოვნო და მოყვასს სიკეთე გაუკეთო, შინაგანად თავისუფლებას დაიმკვიდრებ.
   შენი გული სუფთა რომ ყოფილიყო, ყოველი ქმნილება ცხოვრების სარკე და წმინდა სწავლების წიგნი იქნებოდა შენთვის, რამეთუ არ არსებობს ისეთი მცირე და არაფრის მაქნისი ქმნილება, რომ  ღვთის სიკეთეს არ გვიჩვენებდეს. შინაგანად რომ კეთილი და სუთა ყოფილიყავით, ყველაფერს ნათლად დაინახავდი და მართებულად გაიგებდი, რამეთუ წმინდა გული ზეცასა და ქვესკნელში აღწევს, და როგორიც შინაგანად არის ადამიანი, ისე განიკითხავს იგი გარეგნულს. თუ ქვეყნიერებაზე სიხარული არსებობს, იგი უდაოდ გააჩნია გულით სუფთა ადამიანს და თუ არის სადმე ტკივილი და გაჭირვება, ამის შესახებ ყველაზე უკეთ ბოროტმა სინდისმა იცის.
    როგორც რკინა, რომელიც ცეცხლში ხვდება, კარგავს ჟანგს და კაშკაშა თეთრი ფერის ხდება, ასევე ისიც, ვინც სრულად ტრიალდება ვთისკენ, იძრობს თავისსიზარმაცეს და ახალი ადამიანი ხდება. როდესაც ადამიანი ფიზიკურად სუსტია, მას მძიმე შრომა აშინებს და ამიტომ კომფორტის ძიებას იწყებს, მაგრამ როდესაც იგი საკუთარ თავზე იმარჯვებს და ვაჟკაცურად იწყებს იესოს გზით სიარულს, ის, რაც მას მანამდე მეტისმეტად რთულად ეჩვენებოდა, ახლა ნაკლებად რთული ჰგონია.
შემდეგ
« უკან