თავმდაბლობა


 ნუ იქნები  თავმდაბალი იმით, თუ ვინ არის შენსკენ და ვინ შენს წინააღმდეგ, არამედ იზრუნე, რომ ღმერთი იყოს ყოველთვის შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ! სიწმინდეში დაიცავი შენი სინდისი და შემოქმედი დაგიცავს, რამეთუ ადამიანის ბოროტება ვერაფერს ხდება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც უფალი ეხმარება. თუ იცი, როგორ გაჩუმდე და მოითმინო, ეჭვი ნუ გეპარება, ქრისტე აუცილებლად მოვა შენს დასახმარებლად. მან იცის, თუ როდის და როგორ დაგიხსნას, ამიტომ, საკუთარი თავი მას გადაეცი ხელით, რამეთუ ადამიანების დახმარება და მათი ყოველგვარი მწუხარებისაგან გათავისუფლება, უზენაესის პრიროგატივას წარმოადგენს.
  ხშირად სასარგებლოა, როდესაც სხვებმა იციან ჩვენი ნაკლოვანებების შესახებ და გვამხელენ კიდეც, რამეთუ ამით დიდ თავმდაბლობას ვიძენთ. როდესაც ადამიანი საკუთარი ნაკლოვანებების გამო თავს იმდაბლებს, მისთვის უფრო ადვილი ხდება მის გარშემომყოფთა დაშოშმინება და მათი დამშვიდება, რომელნიც მასზე არიან გაბრაზებულნი.
  თავმდაბალ ადამიანს ღმერთი იცავს და იხსნის, შემოქმედს უყვარს მოწიწებლი ადამიანი და ნუგეშს ცემს მას. უფალი სახეს აბრუნებს მისკენ და დიდ მადლს ანიჭებს თავმდაბალს, რათა მისი დამცირების შემდეგ, განადიდოს იგი. ქრისტე თავმდაბალთ უცხადებს თავის საიდუმლოებებს და თავისკენ უხმობს და იზიდავს. ამგვარად, დამდაბლებული კაცი სიმშვიდით ტკბება მრავალი უსიამოვნებების შუაგულში, რამეთუ მას მაცხოვარზე აქვს დადებული იმედი და არა ქვეყნიერებაზე. ამიტომ, ნუ იფიქრებ, რომ წარმატებას მიახწიე მანამ, სანამ საკუთარ თავს ყველაზე მდაბლად არ მიიჩნევ!
შემდეგ
« უკან