წერილი სატანას


ჯოჯოხეთიდან ამოგათრიეს, 
საშიშ თამაშებს უმზადებ ქუჩას, 
გაცვეთილია შენი სიმართლე, 
შენს ყოველ სიტყვას ბოროტი უჩანს. 
ჯოჯოხეთიდან ამოთრეული 
რისთვის მოხვედი დედამიწაზე, 
ჯოჯოხეთიდან გადმოყოლილი 
კვამლი გაცხია თვალის მინაზე.
 მძიმე კადრები აისხი ზურგზე, 
შენი მონაა ხალხი და ტყვია,
 შენი სიმძიმე მიმოფანტული
 ქუჩის კუთხეში და ხალხში გდია.
 ჯოჯოხეთიდან ადამთა სულში, 
ბინა დაიდე სიცრუით სავსე 
და ადამიანს ღამის წყვდიადში 
უცხო ტომელთა ბინძურ სისხლს ასმევ.
 სისხლი და მსხვერპლი ტყვია და დანა, 
ხელებზე დაგდის საშიში დრამა.
 ცეცხლი აირეკლე მაგ შავ გუგებში,
 მსხვერპლი მახეში გაბმული დაგთრევს
, შენ დაგავიწყდა, რომ ყველა ცოდვამ
 ადრე თუ გვიან პასუხი აგეს.
 შენ დაგავიწყდა, რომ ჯვარზე კაცი
 შენს თამაშებში გამარჯვებულა
 შენ აღარ გახსოვს ,რომ ამ მიწაზე
 შენგან დამხსნელი დაბადებულა.
 შენ დაგავიწყდა, რომ შენს თამაშებს
 ყოველდღე თითქმის ერთმევა ძალა
 გაიხსენე, რომ აქ ყველა მახე 
შენგან გაბმული ერთდღესაც წავა.
 მე მებრალები ჯოჯოხეთელო
 მე მებრალები ცეცხლში, რომ დგახარ,
 ბინძურ თამაშში გაბმულხარ ისევ
 და განწირული საბრალოს გავხარ.
 ზეცას ავიდა ჩემი ლოცვები,
 და ძალა ჩემს წინ აღმოჩნდა
 ყველა ლოცვის და ცრემლის პასუხი,
 ხედავ მიწაზე გამოჩნდა.
 გაუქმდა ყველა თამაში,
რაც შენგან დაწერილია
 და დღეს სინათლე უფლისგან
 მიწაზე დაბეჭდილია!
ავტორი: მარიამ ბაიდაშვილი

შემდეგ
« უკან