ახალგაზრდული კონფერენცია - ინტერვიუ კონფერენციის ორგანიზატორებთან

ვინ არის ამ კონფერენციის ორგანიზატორი და რა მასშტაბით იგეგმება ახალგაზრდული კონფერენცია? 
   ამ კონფერენციის ორგანიზატორი არის ქუთაისის სახარების რწმენის ეკლესია, რაც შეეხება მასშტაბს, ახალგაზრდები მოწვეულები არიან დასავლეთ საქართველოდან.
როგორც ვიცით, ეს კონფერენცია პირველი არ არის თქვენს ისტორიაში და მაინც რა არის მიზანი იმისა, რომ კონფერენციები ქრისტიანულ თემატიკაზე ტარდება? და იქნება თუ არა მომავალში მსგავსი ღონისძიება?
  მთავარი მიზანი, თუ რატომ ვატარებთ მსგავს ღონისძიებებს არის ის, რომ ახალგაზრდები გაძლიერდნენ სულიერად და მიხდვდნენ იმას, რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან ერთმანეთისთვის და ღმერთისთვის. სამომავლოდ რათქმაუნდა იქნება მსგავსი ღონისძიება, მეტიც, ჩვენ წინასწარ გვაქვს დაგეგმილი, თუ რა დროს უნდა ჩატარდეს შემდეგი კონფერენცია, როგორც ეს უკანასკნელი გვქონდა დაგეგმილი.
არის რაიმე განსაკუთრებული ამ ღონისძიებაში, რითაც შეიძლება უცხო ადამიანი დააინტერესდეს?
   პირველ რიგში განსაკუთრებული და საინტერესო ის არის, რომ ახალგაზრდები 3 დღის მანძილზე ერთად იქნებიან და მოისმენენ ინფორმაციას, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის მათ ფასეულობებს, აგრეთვე მათ საშუალება მიეცემათ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და შეიძინონ ახალი მეგობრები. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ჩვენ სპეციალური მოწვევით ჩამოგვყავს მის უკრაინა 2007, ლიკა რომანი, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი-სპიკერი იქნება, აგრეთვე სესიების გარეშე ჩვენ ვგეგმავთ ლიკასა და ახალგაზრდა გოგონების ბლიც შეხვედრებს, რომლებიც ქალურ თემებზე იქნება.
საინტერესო შემოთავაზებაა, ამჯერად რა თემატიკას სთავაზობთ ახალგაზრდებს? 
   ამჯერად ჩვენი კონფერენციის მთავარი მოწოდება იქნება: "იდექი მტკიცედ". ჩვენ ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ და მის სიღრმისეულ საკითხებს განვიხილავთ.
გმადლობთ, რომ მოგვაწოდეთ ინფორმაცია და ამით ხელი შეუწყვეთ სხვის ინფორმირებასაც. წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ.
შემდეგ
« უკან