კაცი ნაწამები


გოლგოთის მთაზე ჩოჩქოლი ატყდა
სიკვდილ მისჯილი ამოჰყავთ მთაზე
ნეტავ ასეთი რა დააშავა
რომ დღეს სამყარო ექცევა თავზე.
კაცი კი მოჰყავთ, მაგრამ ვერ იცნობთ
მის ძვალზე ხორციც აუგლეჯიათ
ისე ძლიერად არის ნაცემი
მათრახს ძვალიც კი დაუჟეჟია.
შველას არ ითხოვს, თმცა ფეხზე დგომა
მოსიარულეს გაჭირვებია
ყველა ჭრილობა ცემით მიგვრილი
სისხლის კვალს ტოვებს, გამკვირვებია.
მივუახლოვდი, ნაწამებ სხეულს
ხელით შევეხე და შევეკითხე
როცა ამდენი ცუდი აკეთე
რა მოგელოდა ის არ იკითხე?
სისხლში გასვრილმა, სახე დაჭრილმა
შემოაბრუნა ჩემსკენ ეს სახე
და მაინც მშვიდი საუბრით მითხრა
როგორ მტანჯავენ ხომ დაინახე.
სასჯელი ჩემი არ არის კარგო
არ დამიდვია ამქვეყნად ცოდვა
შენ რომ შესცოდე და კაცთა მოდგმამ
განა სახსნელად სხვა ვინმე მოვა?
მე ჩემი ნებით გავწირე თავი
რომ გოლგოთაზე ავზიდო ჯვარი
შენი ცოდვისთვის წმიდა სისხლს დავღვრი
რომ სასუფევლის გაგიღო კარი.
გული შემეკუმშა, სუნთქვა ვერ შევძელი
კაცი ნაწამები ისევ ჩემზე ფიქრობს
აკანკალებული ხელი შევახე და 
ისევ შევეკითხე, ვინ ხარ დარდს რომ მიქრობ.
მთაზე მიათრევდნენ, სიკვდილს შეცქეროდა
ძალა მოიკრიბა, მაინც მიპასუხა
მე იესო ვარ შენთვის მოვლენილი
ისე წაბარბაცდა ზეცამ დაიქუხა.
მითხარ იესო რა უნდა გავაკეთო
რით შევძლებ იესო მე შენს დახმარებას
მიმიღე პირადმხსნელად და სხვასაც აუწყე
მხოლოდ ამით შეძლებ შენ ჩემს გახარებას.
კაცი ნაწამები, ხორც შემოფლეთილი
ისევ ჩემზე ფიქრობს, ჩემს გადარჩენაზე
გღებულობ იესო მე ჩემს პირად მხსნელად
შენს ამბავს მოვაფრქვევ მთელ დედამიწაზე.
ავტორი: მარინე მიქაძე


შემდეგ
« უკან