ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ბიბლიის შესახებ



ა.ს.პუშკინი
 –– წმინდა წერილი რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, მით უფრო უღრმავდები და იწმინდები

ის აფართოებს შენს მსოფლმხედველობას. ის ერთადერთი წიგნია მთელს მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერია!
ა.აინშტაინი –– თამამად შეიძლება ითქვას, რომ დოქტრინები, რომლითაც ღმერთი სამყაროს განაგებს, ვერაფრით ვერ იქნება უარყოფილი მეცნიერების მიერ.
ლოკ. — (1632-1704) ფილოსოფოსი. ღმერთი, ავტორია ჩვენი ხსნისა, საბოლოო მიზანია, რომ მის ჭეშმარიტებაში ვიმყოფებოდეთ.
ვილგემ გულფოლდი –– (1767-1835) წერდა: „ბიბლის კითხვა იძლევა ყოველთვის რეალურ ნუგეშს. მე არ ვიცი არაფერი, რომელიც მას შეიძლება შევადარო , ორივე – ძველი და ახალი აღთქმა – არის სულის მაძლიერებელი“.
ვოლტერ სკოტ. –– (1771-1832) – ინგლისელი მწერალი. როდესაც ის კვდებოდა საწოლზე, შვილს სთხოვა: „მომეცი წიგნი, შვილო! – რომელი მამავ? მომაკვდავმა თავი ოდნავ წამოწია და თქვა: „შვილო ჩემო, არსებობს მხოლოდ ერთი წიგნი და ეს წიგნი – ბიბლიაა“. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო.
კანტი (ფილოსოფოსი) –– „თავისი შინაარსით ბიბლია თავად ადასტურებს მის ღვთაებრივ წარმოშობას. ბიბლია ყველაზე ძვირფასი რამაა, რის გარეშეც, მე უბადრუკ მდგომარეობაში ვიქნებოდი. ჩემს მიერ წაკითხულ არც ერთ წიგნს არ მოუტანია ისეთი სიმშვიდე, როგორც უფლის სიტყვას – ბიბლიას.“
ა.ლინკონი –- (1809-1865) – ამერიკის პრეზიდენტი: “ბიბლია – ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ღმერთმა გაუკეთა კაცობრიობას. მასში ქვეყნის მხსნელმა გაგვიცხადა თავისი ნება. ამ წიგნის გარეშე ჩვენ ვერ გავარჩევდით სიცრუეს, ჭეშმარიტებისაგან!
ვიქტორია. — (1819-1901) —ინგლისის დედაფალი. „ამ წიგნმა მისცა კეთილდღეობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სწამს მისი“.
ნაპოლეონ ბონაპარდი — (1758-1821) — სახარებას აქვს რაღაც იდუმალი ძალა, რაღაც გასაოცარი და თბილი, რომელიც მოქმედებს აზროვნებაზე, იპყრობს ჩვენს გულებს. როდესაც ის დევს ჩემს მაგიდაზე, დაუღალავად ვკითხულობ მას და ყოველთვის ერთი და იგივე სიამოვნებით განვიცდი.
ამპერი.––(1775-1836)–– სიკვდილის წინ ის წერდა: „მე მინდა, რომ ყოველთვის მახსოვდეს პავლეს ეს სიტყვები: ‘სოფლის მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე.“
ბოილი.–– (1626-1691)–ქიმიკოსი. სხვა წიგნები ბიბლიასთან მიმართებაში ისევეა, როგორც, პლანეტები, რომელნიც მზისგან ირეკლავენ სინათლეს.
ფარადეი. –– (1791-1867)–ინგლისელი ფიზიკოსი. როგორც ცრემლები გამოდის გულიდან და გულისკენაა მიმართული, ასევე ბიბლიაც, გამოდის ღმერთიდან და ვინც ღმერთისაა, ის უსმენს მის ხმას.
დ.დოუსონი. –– (1820-1901)–ამერიკელი მეცნიერი გეოლოგი. რაც არ უნდა ეცადონ ადამიანებმა, დაწერონ ან აღწერონ ქვეყნის შექმნის ისტორია, ის მაინც ვერ შეედრება სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის მონათხრობს.
გალილეო. –– (1564-1642)– ასტრონომი. წმინდა წერილს არ შეუძლია იცრუოს და შეცდეს, მასში ჩაწერილი სიტყვები აბსოლუტური და შეუქცევადია.
ა.ს.პუშკინი. –– მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერაფერ საუკეთესოს ვერ მივცემთ ადამიანებს წმინდა წერილის გარდა, რადგან მასში ჩაწერილია მთელი კაცობრიობის ცხოვრება. ინგლისელები სწორად იქცევიან, როდესაც თავიანთ შვილებს ბიბლიას ჩუქნიან. ჩემი შვილები ჩემთან ერთად წაიკითხავენ წმინდა წერილს. ბიბლია მთელი მსოფლიოს წიგნია, მასში არის ყველაფერი.
ნ.ი.პიროგოვი. –– რუსი ქირურგი. სახარებაში მე ვიპოვე ის იდეალი და სიმშვიდე, რასაც 38 წლის მანძილზე ვეძებდი.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე––პოეტი, სახემწიფო მოხელე. კარგია, რომ მეცნიერება ვითარდება, აგრეთვე სამეცნიერო კულტურა და ლიტერატურაც. კარგია, რომ ადამიანი, გონებითაც და აზროვნებითაც ვითარდება, მაგრამ, ვერასოდეს აღემატება სახარებაში მოყვანილ კულტურასა და ზნეობას.
სერ ისააკ ნიუტონი.–– ბიბლია შეიცავს უფრო მეტი ნდობის ნიშნებს, ვიდრე მთელი კაცობრიობის საერთო ისტორია.
სერ უილიამ გერშელი.––– ყველა ადამიანური აღმოჩენა ემსახურება იმის მტკიცებულებას, რომ რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, სრული ჭეშმარიტებაა.
ჩარლზ დიკენსი, ინგლისელი მწერალი: –– “ახალი აღთქმა არის ყველაზე დიდი წიგნი ამჟამად და მომავალშიც მსოფლიოსათვის.”
ემანუელ კანტი:–– ბიბლის არსებობა, როგორც წიგნისა, ეს არის უდიდესი სარგებლობა ადამიანებისათვის. ყოველგვარი დაკნინება ამ წიგნისა, არის კაცობრიობის მიმართ უდიდესი დანაშაული.
ჯონ ქვინსი ადამსი.–ამერიკის 6 პრეზიდენტი. იმდენად ღრმადაა ჩემი პატივისცემა ბიბლის მიმართ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებენ ჩემი შვილები ბიბლის კითხვას, მით უფრო დარწმუნებული ვიქნები, რომ ჩემი შვილები თავისი ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები იქნებიან. წლების მანძილზე, მე უკვე წესად მაქვს წელიწადში ერთხელ ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა.
ლორდ ტენისონი.––ინგისელი პოეტი. ბიბლიის კითხვა თავისთავად განათლებაა.
გენერალი რობერტ ლი. – ყოველი ჩემი წარუმატებლობისა და წუხილის ჟამს, მე ყოველთვის ვპოულობდი ბიბლიაში სინათლესა და სიმშვიდეს.
ენდრიუ ჯექსონი. ამერიკის მე –7 პრეზიტენტი. „ეს წიგნი, სერ, არის კლდე, რომელზეც ჩვენი რესპუბლიკა დაფუძებულია.”
ხორას გრილი.–ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი.
შეუძლებელია, სოციალურად ან გონებრივად იმ ადამიანების დამონება, ვინც ბიბლიას კითხულობს ბიბლიური პრინციპების საფუძველზე.
პატრიკ ჰენრი, – ამერიკის სახელმწიფო, აქტიური მოღვაწე დამოუკიდებლობისათვის
ბიბლია ყველაზე ძვირფასი წიგნია, რაც თუ ოდესმე დაბეჭდილა.
თომას ჰაქსლი––ინგლისელი ზოოლოგი ევოლუცის თეორის დამცველი.
ბიბლია, ეს არის უდიდესი ქარტია ყველა დაჩაგრულისა და ღარიბებისა. კაცობრიობას მის გარეშე ყოფნა არ შეუძლია.
ჯონ რუსკინი. –– ინგლისელი მწერალი, მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი და პოეტი. თუ ჩემ დაწერილს რაიმე ღირებულება გააჩნია, ეს იმიტომ, რომ ბავშობაში დედა ყოველდღიურად მიკითხავდა ბიბლიას და მთხოვდა, რომ რაც წამიკთხა, ზეპირად მცოდნოდა.
ნაპოლეონ ბონაპარდი.–– ბიბლია, ეს საოცარი წიგნია. ის ჭეშმარიტად ცოცხალია და ყოველთვის იმარჯვებს მათზე, ვინც მას ეწინააღმდეგება.
ჯორჯ ვაშინგტონი.–– ამერიკის პირველი პრეზიდენტი. შეუძლებელია, სახელმწიფო სწორად მართო ღმერთისა და ბიბლის გარეშე.
ვ.ე. გლადსტონი. – თავის დროზე, მე მსოფლიოს 95 გამოჩენილ ადამიანს ვიცნობდი. ამათგან 87 ადამიანი ბიბლიის მიმდევარნი იყვნენ. ბიბლია გამოირჩევა თავისი წარმომავლობით და თავისი სიძველით სხვა წიგნებისაგან.
ა.ლინკონი –– ამერიკის მე–16 პრეზიდენტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიბლია ღმერთის საუკეთესო საჩუქარია კაცობრიობისათვის. რაც თუ საუკეთესოა ქვეყნის მხსნელში, ( იგულისხმება იესო ქრისტე ) ყველაფერი გადმოცემულია ამ წიგნის მეშვეობით.
ფ.ვოლტერი. – რელიგისა და რწმენის ცნობილი მოწინააღმდეგე. ერთხელ მასთან გამართულ წვეულებაზე, როდესაც მისმა სტუმრებმა დაიწყეს ათეიზმის გამართლება, ვოლტერმა ისინი გააჩერა, მსახურები გააძევა ოთახიდან და სტუმრებს მიმართა: „ახლა, შეგიძლიათ გააგრძელოთ ღმერთის წინააღმდეგ საუბარი, იმიტომ, რომ არ მინდოდა, ჩემს მსახურებს გაეგონათ თქვენი სიტყვები და ურწმუნოება გადადებოდათ, რადგანაც, ვშიშობ, რომ მოსმენის შემთხვევაში ამაღამვე გამძარცვავდენ“.
შემდეგ
« უკან