არაბთა უმეტესობა კერპთაყვანისმვემლები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდა: თითოეულ ტომს თავის ღვთაებათა გამოსახულებები - კერპები ჰქონდა.
რამდენი ტომიც იყო,
იმდენი კერპი იყო. თუმცა ყველა ამ კერპს ერთი შესაკრებელი ადგილი ჰქონდა. ეს იყო ქალაქი მექა და, საკუთრვი, იქ არსებული წმინდა ადგილი ქააბა, სადაც 360 კერპი იყო განლაგებული.
ყოველ კერპს წელიწადში ერთხელ მისი თაყვანისმცემელი ტომი ეწვეოდა ხოლმე. ასე რომ, მთელი წლის მანძილზე თაყვანისმცემელთა ნაკადი შეუწყვეტლივ მოედინებოდა მექისკენ. ამ გარემოებამ მექა რელიგიური და სავაჭრო ცენტრი გახადა და დიდი ავტორიტეტი შესძინა არაბულ სამყაროში, რაც დღემდე გრძელდება.
ვინ იყო მუჰამედი?
მუჰამედი (მაჰმადი) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების ახალი წესი და მიზანი.
მუჰამედი დაიბადა 570 წელს (ყურაიშის ტომში) მამამისი აბდალა ალ მუტალიბი მის დაბადებამდე გარდაიცვალა. მან დედა, ამინა ექვსი წლის ასაკში დაკარგა ადრე დაობლებულ ბავშვს ჯერ პაპა, აბდ ალ მუტალიბი ზრდიდა, მოგვიანებით კი ბიძამ იტვირთა ეს პასუხისმგებლობა.მუჰამედი ჯერ მწყემსი იყო შემდეგ კი ვაჭრობას ეწეოდა. საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა და ეცნობოდა მათ სარწმუნოებას.
25 წლის ასაკში მუჰამედი ქორწინდება მდიდარ ქვრივ ქალ, ხადიჯაზე, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. ამ ქორწინების მეშვეობით მუჰამედის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 25 წლის შემდეგ ეს ქროწინება ქალის სიკვდილით დასრულდა. მათი ორი ვაჯი ბავშვობაშივე გარდაიცვალა. ხადიჯას სიკვდილიდან 2 თვეში მუჰამედი ქორწინდება სხვა ქალებზე და მათ შორის არის 9 წლის გოგონა სახელად "აიშა" (შენიშნვნა: ამ დროს 50 წლის ან უფრო მეტის გახლდათ.)
40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება დაიწყო, მოუწოდებდა არაბებს, რომ დაევიწყებინათ ძველი ღმერთები, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ, და ერთი ღმერთი - ალაჰი ერწმუნათ. ამ ახალ რელიგისა ისლამი ეწოდებოდა. ამას იმ რწმენით აკეთებდა, რომ ხილვა ნახა, რომელიც მასთან "ანგელოზ გაბრიელს" მოჰქონდა. თავდაპირველად ის დაშინებული იყო ამის გამო, მაგრამ მეგობრებმა და მისმა ცოლმა ხადიჯამ გაამხნევა ის. (ხადიჯას სიკვდილამდე 10 წლით ადრე)
არაბმა ვაჭრებმა არ მიიღების მისი ქადაგება, რადგან კერპთაყვანისმცემლობის დაგმობა მათთვის კერპების გაყიდვის ვაჭრობას ჩააგდებდა, ამის გამო ის და მისი მიდევრები მექაში დევნილები გახდნენ და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო, ხოლო ზოგიერთი მისი მიმდევართაგანი თავშესაფარს აბისინიის(ეთიოპიის) ქრისტიანულ სახელმწიფოში ჰპოვებს.
მედინაში მუჰამედს ბევრი თანამზრახველი გამოუჩნდა და იქ გადასახლება მისთვის სასიკეთო აღმოჩნდა, რადგან დევნილი მქადაგებელი უკვე ქალაქის მთავრად იქცა და ყოველგვარი ძალაუფლება მის ხელში მოექცა. ეს გადასახლება არამხოლოდ ეფექტური მანევრი იყო, არამედ ახალი რელიგიის დასაბამიც აღმოჩნდა.
მუჰამედი დარწმუნებული იყო, რომ მისი რწმენა ჰგავდა ქრისტიანებისა და ებრაელების რწმენას და სამი ადგილობრივი ტომის მხარდაჭერას ეძებს. ებრაელები უარს ამბობენ მუჰამედის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად აღიარებაზე, რადგან ამას ვერაფრით ვერ უმტკიცებდა მათ მუჰამედი. განხეთქილება გარდაუვალია და მუჰამედი ისლამს გამოჰყოფს ორი "წინამორბედი" მონოთეისტური რელიგიისგან. მედინელი ებრაელები იძულებულები არიან გადასახლდნენ ან მიიღონ ისლამი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი არ ასცდებათ, ხოლო ქალებსა და ბავშვებს მონებად წაასხამენ.
ქრისტიანობა, რომელსაც მუჰამედი გაეცნო არ წარმოადგენდა საყოველთაოდ შეჯერებულ რწმენას, არამედ ერთმანეთთად მოკამათე უწესრიგო ნარევს. ქალწული მარიამის ტაყვანისცემა ძალიან ჰგავთა არაბთა კერპების თაყვანისცემას, შედეგად მუჰამედმა ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემლობად ჩათვალა.
ისლამის მამამთავარმა და მოქადაგებმ, მუჰამედმა ბევრი რამ აიღო იუდაიზმიდან და ქრისტიანობიდან. მაგალითად: ებრაელებს თავი რჩეულ ერად მიაჩნდათ და ჰქონდათ საკუთარი წმინდა წიგნი "თორა" - და იმის გამო, რომ მუჰამედს ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ქრისტიანებთან და ებრეაელებთან, ჩათვალა, რომ მის ხალსაც უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული წიგნი ღვთისგან. მუჰამედის ებრაელ ხალხთან ურთიერთობაზე მიგვანიშნებს ის, რომ თავად ყურანში მოიპოვება ისტორიები და გმირები, რომლებიც მსგავსია ბიბლიური ისტორიებისა და გმირებისა.
თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი, და ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა..) ირწმუნეს.
ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ წინამდებარე ისტორიაზე საუბარი, მოდით განვიხილოთ თუ რა მოძღვრება აქვს ისლამს გარკვეულ საკითხებში და ასრულებენ თუ არა ზედმიწევნით ისლამის მიდევრები ამ კანონებს.
მოდით განვიხილოთ მუსულმანებისა და ქრისტიანების შეხედულება ერთ საკითხზე.
თუ ეს ტექსტი (წითლად შეფერილი) ადამიანის დაწერილია, მაშინ უნდა ითქვას, რომ მუსლიმთა რწმენის საფუძველი არასწორია, რადგან ისინი ამბობენ, რომ დედანი მეშვიდე ცაზე ინახება და რომ თავად ანგელოზმა (ჯიბრილ)-მა განუცხადა მუჰამედს ნაწილ-ნაწილ ყოველივე ეს. და თუ ეს ტექსტი ნამდვილად ალაჰს ეკუთვნის მაშინ რა გამოდის? მუსლიმთა ღმერთი "ალაჰი" კიდევ ვინმეს ემონება?
მუსულმანები ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტი გამოცხადებები გაყალბდა და ახლა მხოლოდ ყურანი შეიცავს ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას. ყურანი ბევრ ბიბლიურ თემას ეხება, მაგრამ მათგან უმრავლესობა შემოკლებული, დიდად დამახინჯებული, მცდარად გაგებული და ზერელედ წარმოდგენილია.
ყურანი ბევრ ბიბლიურ მოსაზრებას უპირისპირდება, ამიტომ მუსულმანები გაყალბებულად მიიჩნევენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ისინი ამას ყურანის გულმოდგინე გამოკვლევის გარეშე ამტკიცებენ. ფაქტობრივად მათი პოზიცია ბიბლიის შესახებ ყურანის განაცხადს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ მუსულმანების ნათქვამი ყოველთვის, როდი ეთანხმება ყურანს. მაგალითად:
აქედან გამომდინარეობს ის, რომ თავად ისლამის მიდევრები არ აზრვნებენ ისე, როგორც ყურანი ამბობს, რადგან ამ მაგალითში ყურანი და ბიბლია ერთმანეთთან თანხმობაში მოდის.
ამ ცხრილში გარკვევით არის (სურა10:94)-ში ნახსენები სიტყვები, რომელიც მუჰამედისადმი იყო მიმართული და ზუსტად ამ ხილვის გამო დაიწყო მან ქადაგება. ამ ხილვაში კი ნათლად ჩანს, რომ საუბარია საღვთო წიგნზე, რომელიც იყო (თავრათ -ძველი აღთქმა) და (ინჯილი-ახალი აღთქმა)და ეს ებრაელების და ქრისტიანების წმინდა წიგნი იყო. აქედან დასტურდება ბიბლიის პირველობაც და უტყუარობაც .
ბიბლიის ავტორიტეტში ყურანს არსად ეჭვი არ შეაქვს! პირიქით, პოზიტიურად არის განწყობილი. მაგალითად (სურა 3:3) - ში სახარება (ინჯილ) და მოსეს რჯული ( თავრათ) აღწერილია, როგორც „ჭეშმარიტი გზა ხალხისთვის" [ყურანში ახალი აღთქმა მოიხენიება - იჯილ . ხოლო ძველი აღთქმა - თავრათ] . გარდა ამისა, ყურანი ამბობს ( სურა 6:34) (სურა 10:64), რომ არავსი შეიძლია ღვთის სიტყვის შეცვლა. და მაშინ რატომ აქვთ თანამედროვე მუსულმანებს ყურანისგან განსხვავებული შეხედულება?
პასუხი თავად მუსულმანებისთვის მიმინდვია!
წყარო- (წიგნი) ჰკითხე შენს მუსლიმ მეგობარს.
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები



