„ორი გზა არსებობს„ერთი - სიცოცხლის და ერთი - სიკვდილის; უდიდესი განსხვავება ამ ორ გზას შორის.
სიცოცხლის გზა ასეთია, პირველ რიგში, შეიყვარე ღმერთი შენი, ვინც შეგქმნა შენ, შემდეგ შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ნებისმიერი რამ, რასაც არ ისურვებდი, რომ შენ შეგემთხვას, ნურც სხვას გაუკეთებ.
ამ სიტყვების სწავლება კი შემდეგია: აკურთხეთ, ვინც გწყევლით და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ თქვენი მდევნელებისათვის; თორემ რა მადლიერებაა, თუ თქვენი მოყვარულნი გიყვართ? ნუთუ იგივეს არ აკეთებენ წარმართნი? თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მოძულენი, და არ გეყოლებათ მტრები.
შვილო ჩემო! გაექეცი ყოველგვარ ბოროტებას და ყოველივეს მის მაგვარს. ნუ იქნები მრისხანე, ვინაიდან რისხვა მკვლელობას იწვევს; ნურც ეჭვიანი, ნურც შურიანი, ნურც შარიანი, ვინაიდან ეს ყოველივე მკვლელობას ბადებს. შვილო ჩემო! ნუ გექნწბა გულისთქმა, ვინაიდან გულისთქმა სიძვას იწვევს! ნურც ქედმაღლობით მეტყველი, ამაყი, ვინაიდან ყოველივე ამისგან მრუშობა იბადება. შვილო ჩემო! ნუ იწნები ფრინველთმკითხავი, ვინაიდან ეს კერპთმსახურებას იწვევს; ნურც შემლოცველი, ნურც ასტროლოგი, ნურც ექიმბაში და ნუ ისურვებ უყურო ამას, ვინაიდან ყოველივე ამისაგან კერპთმსახურება იბადება.
ხოლო სიკვდილის გზა ასეთია: პირველ რიგში ის ბოროტია და წყევლით არის აღვსილი, ამ გზაზეა მკვლელობანი, სიძვანი, გულისთქმანი, მრუშობანი, ქურდობანი, კერპთმსახურებანი, ჯადოქრობანი მოწამვლანი, მტაცებლობაში, ცრუმოწმობანი, თვალთმაქცობანი, ორპირობანი, მზაკვრობანი, ქედმაღლობანი, ბოროტებანი, თვითკმაყოფილებანი, ანგარება, ქედმაღლობა, შური, ამპარტავნება.
ხოლო რაც ნათლობას შეეხება, ასე მონათლეთ. ყოველივე ამის წინასწარ თქმის შემდეგ, მონათლეთ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, გამდინარე წყალში. თუ არ მიგიწვდება ხელი გამდინარე წყალთან, სხვა წყალში მონათლე; თუ ცივში არ შეგიძლია, მაშინ თბილში. თუ არც ერთიარ გაქვს, მაშუნ სამჯერ აპკურე წყალი თავზე მამის ძის და სულიწმიდის სახელით.
თუ ვინმე თქვენთან მოსული, გასწავლით იმას, რაც ზევით არის ნახსენები, მიიღეთ. ხოლო თუ თავას მასწავლებელი, გაუკუღმართებული, გასწავლით სხვა სწავლებას თქვენს მიერ მოსმენილის დასანგრევად, არ უსმინოთ მას; ხოლო თუ სიმართლის გასაფართოებლად და უფლის შემეცნებისათვის, მაშინ მიიღეთ იგი, როგორც უფალი.
www.jesus.ge

გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები