სიცოცხლე ბნელით მოცულ სამყაროში

 
    იესომ თქვა: „მე ვარ... სიცოცხლე.“ იესოში ჩვენ ვპოულობთ სიცოცხლეს იქ, სადაც მანამდე ადგილი ჰქონდა დანაშაულს, მავნე ჩვევებს, შიშს და სიკვდილის პერსპექტივას.
ჭეშმარიტებაა ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველანი ღმერთის ხატად ვიყავით შექმნილი და ამიტომ, ნებისმიერ ადამიანში რაღაც დონით დევს კეთილშობილება. ამისდა მიუხედავად, ჩვენ მაინც ცოდვით დაცემულები ვართ  - ცოდვისადმი მიდრეკილები დავიბადეთ. თითოეულ ადამიანში ღმერთის ხატება ნაკლები თუ მეტი დოზით გაფერმკლთალდა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი თითქმის აღმოფხვრილ იქნა ცოდვის მიერ. კარგი და ცუდი, ძალა და სისუსტე, ერთად თანაარსებობს თითოეულ ადამიანში. რუსმა მწერალმა, ალექსანდრე სოლჟენიცმა, თქვა: „ზღვარი რომელიც ჰყოფს სიკეთესა და ბოროტებას, გადის არა ქვეყნებზე, არა საზოგადოებრივ კლასებზე, არა პოლიტიკურ პარტიებზე... არამედ, პირდაპირ გადის თითოეული ადამიანის გულზე“
   ადრე, მეგონა, რომ „კარგი“ ადამიანი ვიყავი რადგან არ ვძარვცვავდი ბანკებს და სხვა სერიოზულ დანაშაულსაც არ ჩავდიოდი, მაგრამ როდესაც ჩემი ცხოვრება იესო ქრისტეს ცხოვრებას შევადარე, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, თუ რამდენი რამ იყო ჩემ ცხოვრებაში არასწორი. მრავალმა ადამიანმა განიცადა იგივე რამ. კ.ს.
ლუისი წერდა: „ფაქტიურად, პირველად დავუქვემდებარე ჩემი თავი სერიუზულ გამოცდას და აღმოვაჩინე ის, რამაც შემაძწუნა: ვნებათა მორევი, ამბიციათა აღრევა, შიშის ბუდე, პირფერული სიძულვილის ჰარამხანა. ჩემი სახელი გახლდათ ლეგიონი.“
  იესომ, ჩვენთვის ჯვარცმით, ყველა სასჯელის ფასი გადაიხადა, რასაც ჩვენ ვიმსახურებდით.
  თქვენ ან მე ერთადერთი ადამიანი რომ ვყოფილიყავით სამყაროში, იესო ქრისტე მაინც მოკვდებოდა ჩვენს ნაცვლად, რათა სასჯელი აეცილებინა ჩვენთვის. როდესაც სასჯელის ქვეშ აღარ ვართ, ჩვენ ახალი სიცოცხლე გვაქვს.
  იესო არა მხოლოდ მოკვდა ჩვენს გამო, არამედ მკვდრეთითაც აღდგა ჩვენთვის. ამ მოქმედებით მან სიკვდილი დაამარცხა. მრავალ საღად მოაზროვნე ადამიანს გაცნობიერებული აქვს სიკვდილის გარდაუვალობა, მაგრამ დღეს დღეობით, ზოგიერთი ადამიანი უცნაური ხერხით ცდილობს თავი აარიდოს მას. 
შემდეგ
« უკან