გამოსყიდვის მნიშვნელობა

   
დავიწყოთ გამოსყიდვით, ეს სიტყვა წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან „exagorazomai“ და ნიშნავს „ფასის გადახდით განთავისუფლებას“.

   წარმოიდგინეთ, რომ ვცხოვრობთ ახალი აღთქმის ეპოქაში, ერთ დღეს გაიარეთ ბაზართან, სადაც მონებს ჰყიდიან და დაინახეთ თქვენი ძველი მეგობარი, რომელსაც ჰყიდიან იმის გამო, რომ ველაბი ვერ გადაიხადა. რა თქმა უნდა, მოისურვებთ მეგობრის განთავისუფლებას, მაგრამ, ცხადია, მეგობარს მონად არ იყიდით, არამედ მოისურვებთ გადაიხადოთ საფასური, რათა იგი გათავისუფლდეს. ბერძნული გამოხატავს ამას როგორც „exagorazomai“ - გაათავისუფლო გამოსყიდვით ეს არის გამოსყიდვა! მონობისაგან.
   ბიბლია  ამბობს, რომ ჩვენ ცოდვისა და სატანის მონობაში ვიყავით ცოდვის შეგრძნების გამო. მაგრამ ღმერთმა გადაიხადა საფასური რათა გავეთავისუფლებინეთ. ყველაზე კარგი ილუსტრაცია ამისა შეიძლება ვნახოთ ძველ აღთქმაში, წინასწარმეტყველ ოსიას ისტორიაში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიაა ბიბლიაში - შემთხვევა ოსიას პირად ცხოვრებაში, რომელიც ღმერთის ნებით წინასწარმეტყველური ხდება, რათა მისი მეშვეობით დავინახოთ უფლის დამოკიდებულება  თავის ერთან. ეს წიგნი მოგვითხრობს როგორ შეიყვარა წინასწარმეტყველმა ოსიამ მეძავი ქალი სახელად გომერი , რომელიც შემდეგ ცოლადაც შეირთო, თუმცა ოსიამ იცოდა, რომ გომერი არ იყო მისი ერთგული, მაგრამ მაინც უყვარდა იგი. მათ შემდგომ თანაცხოვრებაში  გომერმა შვა სამი შვილი სხვადასხვა მამაკაცებისაგან, მაგრამ ოსიას მაინც უყვარდა იგი. 
  და ბოლოს, დადგა დრო, როდესაც გომერმა მიატოვა ოსია და წავიდა თავის ერთ-ერთ საყვარელთან, რომ საყვარელს არ ჰქონოდა საშვალება ერჩინა იგი. ეს გაოგო ოსიამ მიუხედავად ყველაფრისა მას არ შეეძლო მშვიდად ეფიქრა ამაზე და არ ეზრუნა გაქცეული ცოლის საჭიროებაზე. ოსიამ იყიდა საჩუქრები, მოუტანა მის საყვარელს და უთხრა: „ყოველივე ეს გომერისთვისაა“. აი, ასე მიიღო საჩუქრები გომერმა, ისე რომ, არც კი უფიქრია, საიდან მოვიდნენ ისინი.
  გადიოდა დრო, გომერი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც სრულებით არ ზრუნავდა მასზე, ბოლოს ისეთი დროც დადგა, როდესაც მამაკაცმა შებორკა ქალი და მონათა ბაზარზე მიიყვანა, რათა მხევლად გაეყიდაიგი, იქ იყო ოსიაც, მაგრამ არც ნიშანი მოუგია გომერისთვის და არც მონად არ უყიდია იგი, თუმცა კი შეეძლო ამის გაკეთება. ოსიამ გადაწყვიტა გამოესყიდა ქალი, რადგან კიდევ უყვარდა იგი. მან გადაიხადა საფასური, თხოვა მამაკაცს მოეხსნა მისთვის ბორკილები და უთხრა გომერს: „მე გადავიხადე შენი საფასური, ახლა შეგიძლია მოხვიდე და კვლავ გახდე ჩემი ცოლი“.
   ასეთია ოსიას ისტორია. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ამბავი ოდესმე მოყოლილთაგან. და ასევე ესაა ბრწყინვალე სიმბოლო ღვთის სიყვარულისა თავისი ერის მიმართ.
   ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ჩვენი თავისთვის შეგვქმნა. მან შეგვქმნა, რათა ჩვენ მის მიმართ დამოკიდებულება იყოს მსგავსი ცოლ-ქმრის ურთიერთობისა. მან შეგვიყვარა, მაგრამ ჩვენ ორგულობა გამოვჩინეთ და საკუთარი გზებით ვიარეთ. ჩვენ ვსარგებლობთ ყოველივე სიკეთით ცხოვრებაში  და არც კი ვკითხულობთ, საიდანაა ეს ყოველივე, და ბოლოს, როდესაც საბოლოვოდ დავემონეთ ცოდვას და სატანას, ღმერთი მოვიდა და გადაიხადა საფასური, რათა გავეთავისუფლებინეთ. მან იმისთვის გამოგვისყიდა, რათა მასთან ერთად ვიყოთ, ეს არის გამოსყიდვა, ანუ გათავისუფლება საფასურის გადახდის საშუალობით.
ესაია 53:5-65. ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. 6. ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა.
შემდეგ
« უკან