ბიბლიური ისტორიები რეალურია

     მოგესალმები ძვირფასო მკითხველო, ბევრი პოლემიკის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სტატიის სახით დამეწერა ის, რაზეც დღევანდელ "მოდით მართულ" თაობას ჰგონია, რომ ქრისტიანობას პასუხი არ აქვს. სანამ ამას განვიხილავდეთ აქვე მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ამ სტატიის საშუალებით თქვენ შეძლებთ გააანალიზოთ ის, რომ ბიბლიური ისტორიები რეალურია და იესო რეალური პიროვნება იყო და არა-ლეგენდა. თუმცა ის იყო და არის "ლეგენდარული".
    მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანული წიგნის, ბიბლიის და კერძოდ ახალი აღთქმის 4 სახარების ავტორი არის მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ბევრს ჰგონია, რომ ეს გამოგონილი პერსონაჟების აკვიატებაა, რომელიც ხალხის საცდუნებლად იქნა შენარჩუნებული საუკუნეების მანძილზე, მაგრამ აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა: რაში სჭირდებოდათ პირველ ქრისტიანებს, რომ მოეგონებინათ ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა? ეს მათ არანაირ შედეგს არ მოუტანდა. უამრავი ცდა ჩატარდა, რომ დამტკიცებულიყო 4 სახარების უარყოფა, მაგრამ უშედეგოდ. აქ ისტორია დუმს :)
      ოთხივე სახარება საუბრობს სასწაულების შესახებ, რომელსაც იესო აკეთებდა, არ უნდა გამომრჩეს იმის აღნიშვნაც, რომ იესოზე საუბარია (არაქრისტიანულ) ებრაელთა ძველ ხელნაწერებში, რომელსაც ეწოდება თალმუდი. ქრიტეს ბრალს სდებდნენ ჯადოქრობას, რაც თავისთავად იყო იმის მტკიცება, რომ იესო რაღაც განსაკუთრებულს აკეთებდა. გასაოცარია არა? ებრაელები, რომლებიც ქრისტეს თანამედროვეები იყვნენ ვერ უარყოფდნენ მის მიერ მოხდენილ სასწაულებს, მაგრამ სხვა არჩევანის არ ქონის გამო-ლანძღავდნენ მას.
     კარგით  უფრო ისტორიულ ჭრილში განვიხილოთ ზემოთხსენებულის რეალურობა, ჩვენი წელთაღრიცხვით 130 წლით დათარიღებული პიერაპოლისური პაპირუსი წერდა, რომ მარკოზმა ჩაიწერა პეტრეს შესახებ ინფორმაცია და რომ მათე იყო ერთ-ერთი სახარების ავტორი.
   რომაელი ისტორიკოსი, ციტიუსი საუბრობს პილატე პონტოელის მმართველობის დროს მომხდარ იესოს ჯვარცმაზე. თუ კითხვა გაჩნდება იმის შესახებ, რომ არსებობდა თუ არა პილატე პონტოელი (ასეთებიც იქნებიან მკითხველთა შორის, მესმის.) ამ ეჭვს მოკლე არგუმენტით გავაბათილებ, რომლის მიხედვითაც 1961 წელს ნაპოვნი იქნა ქვაზე შესრულებული წარწერა მისი სახელთა და ტიტულით.
  გავაგრძელოთ არგუმენტების ნუსხა: პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ისტორიკოსმა, იოსებ ფლავიოსმა, დაგვიტოვა ნაწერები, რომლებიც მრავალ ბიბლიურ ფაქტს ადასტურებენ.
    პირველი საუკუნის რომაელი ავტორი და მცირე აზიის მმართველი პლინიუს უმცროსი მის ნაშრომებში ახსენებს, რომ ქრისტიანები იესოს ისე ემსახურებიან, როგორც ღმერთსო.
   მეორე საუკუნის ბერძენი მწერალი, ლუკიანე, სარკაზმულად წერს, რომ ქრისტიანებს სჯერათ უკვდავებისა და თავიანთი წინამძღოლის ჯვარცმის.
    ახალმა აღთქმამ და ზოგადად ბიბლიამ გამოცდა ჩააბარა! არსებობს არქეოლოგიური წყაროები, რომ ბიბლიაში აღწერილი ისტორიები სრული სიმართლეა, მაგრამ რატომღაც ასეთი ინფორმაციები მიმალულია ამდენი ბრალდების ფონზე.
  ახალი აღთქმა ჭეშმარიტია და სწორ ისტორიულ ფაქტებს მოიცავს, თუმცა საზოგადოებისა და კულტურის გათვალისწინებით სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება და მასზე თავდასხმა ადამიანთა მოდგმის ისტორიის ნაწილია.
     დავუბრუნდეთ სახარებებს, თუმცა ყურადღება მინდა გაამახვილოთ ლუკაზე, რომელიც შესანიშნავი ექიმი და ისტორიკოსი გახლდათ. ცნობილია, რომ ლუკამ დაწერა "ლუკას სახარება" და "მოციქულთა საქმეები". თავის ნაწერებში ის ლაპარაკობს მრავალი გეოგრაფიული ადგილის, დროისა და მმართველების სახელების შესახებ. არქეოლოგია ამტკიცებს ამ ტექსტის სისწორეს.
  ბატონმა უილიამ რამზემ საკუთარ არქეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, არ დათანხმებოდა ლუკას ნაწერებს და მის მიერ ნახსენები ფაქტების კვლევა დაიწყო, რის შედეგადაც, საერთოდ შეიცვალა აზრი და რამდენიმე ახალი ფაქტიც კი აღმოაჩინა ლუკას თეორიების მხარდასაჭერად. ლუკას ნაწერები იმდენად დეტალური და ზუსტია, რომ ლუკა აშკარად მის მიერ აღწერილი ისტორიული ფაქტების ეპოქაში ცხოვრობდა.
    ლიი სტრობელი, რეპორტიორი კაცი, რომელსაც ეკუთვნის წიგნი "ქრისტეს საქმე" არ გახლდათ ქრისტიანი პიროვნება. არ გამიკვირდება, თუ იკითხავთ მაშინ რატომ მოუნდა მსგავსი სათაურის მქონე წიგნის დაწერაო, აქვე გეტყვით, რომ ეს მან მისი მეუღლის გაქრისტიანების გამო გადაწყვიტა. ის შიშობდა, რომ ამის გამო მისი ცხოვრება მოსაწყენი გახდებოდა. სავსებით დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მიუკერძოებლად გამოიკვლია ქრისტიანობის სირთულეები. მან ქრისტიანობის ყველა სწავლულს ჩამოართვა ინტერვიუ.  ყველა მათგანი ეხებოდა იესოს ცხოვრების სხვადასხვა საკითხს და ქრისტეს შესახებ მნიშვნელოვან შეკითხვებს პასუხობდა.
 სტრობელის წიგნის მოკლე მიმოხილვა ქვემოთაა მოცემული.
  
     ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ თავად მისტერ სტრობელისთვისაც შოკი იქნებოდა ამგვარი ფაქტების რეალურობაში გაცნობიერება.
     და ბოლოს უნდა ავღნიშნო ისიც ,რომ არქეოლოგია მხარდაჭერას უცხადებს ბიბლიას რიგ საკითხებში. თუმცა ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ისინი რელიგიური დოქტრინის ჭეშმარიტებებს აღიარებენ, მაგრამ იმას კი ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნახსენები ხალხი, ადგილები და დრო სარწმუნო გახლავთ.
       ასე, რომ ტყუილად არ ღირს იმ იდეაზე ტვინის "ჭყლეტვა" რომ ეს ყოველივე ადამიანების მიერ შემუშავებული გეგმა იყო.
      ინტერნეტ სივრცეში არსებობს სხვა მრავალი არგუმენტები, რომლის მიხედვითაც არქეოლოგია და მეცნიერება მხარს უჭერს(ან ვერ გაურბიან) ბიბლიური ისტორიების რეალურობას.
       პ.ს დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატია საბოლოოდ არ ამოწურავს ყველა კითხვაზე პასუხს, რადგან რთულია ამხელა ინფორმაციის ერთ სტატიაში ჩატევა, თუმცა რიგ საკითხებს ფარდას ახდის. მაგრამ მაინც იქნებიან ისეთები, რომელთათვისაც ეს სტატია უბრალოდ ტექსტი იქნება და არა არგუმენტირებული მსჯელობა, თუმცა საკითხავია, მართლა არარეალურია ბიბლიური ადგილები, დრო და ისტორიები, თუ უბრალოდ აღიარების ეშინია ხალხს? პასუხი თქვენთვის მომინდვია.
შემდეგ
« უკან