გამოჰყვეს იგი ყველა ხალხისგნან უცქერდნენ უფალს, ვით გაგდებულად. პილატემ თვითონ, თავად პილატემ გამოთქვა აზრი მის დასაცავად
დიდი ტანჯვის და დაცინვისათვის ვერ გაიმეტა ის გასაგზავნად.
მაგრამ უხეშმა უგნურმა მოდგმამ განდევნა მათგან თავად იესო
მხოლოდ და მხოლოდ ამას იძახდნენ დამნაშავეა, ჯვარს აცვით ესო.
მაშინ სთქვა სიტყვა ერთი პილატემ თქვენ აირჩიეთ მითხარით აბა,
ნუთუ მოგინდათ კაცის ძის ნაცვლად გათავისუფლდეს მკვლელი ბარაბა?
კვლავ ახმაურდა დიდი ბრბო ხალხის იწყეს ყიჟინი, პროტესტი, სტვენა
იესოს ჟვარზე გადასაგზავნად მზად იყო მთელი ქალაქი, ყველა.
გათავისუფლდა მკვლელი ბარაბა, ამით შესრულდა დიდი ბრბოს ნება,
მაგრამ არცერთი არა ამბობდა ყველაფერს ამას რაღა მოყვება?
ჯვარს აცვეს ჩვენი მხსნელი იესო მას ძმარი მისცეს და არა წყალი
დანაშაული მას არ გააჩნდა თუმცა დასწამეს იესოს ბრალი.
ზეცა შეიძრა, შეიძრა მიწაც იესო მოკვდა გაისმა ხმები,
ხალხს შეეშინდა, იწყეს ხმაური, დაინგრა მთები, გორები, გზები.
და მოითხოვეს იესო გვამი კლდეში, სამარხში გადასატანად
ისევდაისევ მტანჯავს ეს ფიქრი, როგორ მიიღეს მხსნელი სატანად.
პარასკევს მოხდა ეს ყოველივე შაბათი დილა, რომ თენდებოდა
თითქოს მისდამი ის მონატრება, არვის ახსოვდა და ნელდებოდა
კვირას, როდესაც სამარი ნახეს სამარხის კართან ლოდი არ იყო
სტიროდნენ, ზოგნი ამბობდნენ ამას, მკვდარიც წაგიღეს , ხალხმა რა გიყო.
მაგრამ გაგიო ყველამ სიმართლე იესო მოკვდა და აღსდგა ჩვენთვის,
ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გაეკრა ჯვარზე, შენთვის და ჩემთვის.
(რომეო შალამბერიძე)
"ყოველი ნიჭი მაღლიდან, მოდის!"
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები
