ამ ბოლო დროს ძალიან იმატა სხვადასხვა თეორიებმა, რომლებიც ხშირად მოკლებულია საღ აზრს. ეს თეორიები ნაკლებად ვლინდება ცოცხალ ურთიერთობებში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელი გაჟღენთილია მსგავსი მოსაზრებებით.
ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან თეოლოგიურ მსჯელობას "რწმენის" შესახებ ამბობენ, რომ რწმენა ეს არის რეალობას მოკლებული მდგომარეობა, რომელიც ცოდნის მიღებით არის შეძენილი, თუმცა თეოლოგიურად "რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია"(იაკობი 2;26) ანუ თუ ადამიანს რამის სწამს, აუცილებლად თან უნდა ახლდეს საქმე. მაშ რა გამოდის? რწმენა მოქმედებს საქმეებთან ერთად.
თუ ვიტყვით, რომ ადამიანს 'რწმენის' (დაჯერების) უნარი არ გააჩნია, მაშინ ისმის მარტივი კთხვა: როგორ უნდა გაიგოს ამ ადამიანმა რაიმე დებულების მართებულობა? მაგალითად: დაიბადა ბავშვი, რომელსაც არ აქვს 'რწმენა' (დაჯერება), როდესაც ბავშვი გაიზრდება, როგორ უნდა გიგოს, მან რაიმე ინფორმაციის მართებულობა, თუ დაჯერების (რწმენის) უნარი არ გააჩნია? ის უბრალოდ არ მიიღებს ამ ინფორმაციას, რადგან არ შეეძლება "დაიჯეროს" ეს. იმაზე მსჯელობა, რომ რწმენა (დაჯერება) თანდაყოლილი უნარი არ არის ჩიხში შეგვიყვანს, რადგან მაშინ უნდა გამოვრიცხოთ ყველა ზემოთ ნახსენები უნარი და მათაც 'შეძენილი' ვუწოდოთ.
მეცნიერულადაც კი, არსებობს საკითხები, რომლებიც უამრავი მცდელობის მიუხედავად პასუხგაუცემელია, მათ აქვთ 'იმედი' (რწმენა) რომ მიაგნებენ შედეგს, (როგორც ეს დარვინს ჰქონდა, როდესაც ის იმედოვნებდა, რომ თუ მეცნიერება განვითარდებოდა, მაშინ მისი თეორია უკეთ აიხსნებოდა, თუმცა ის უბრალოდ უარყოფილი იქნა).
ცხოვრებისეული საკითხები აუცილებლად უნდა განვიხილოთ გონებრივად და არა სულიერად (რიგ საკითხებში), თუმცა არ შეიძლება იგივე ვთქვათ სულიერ საკითხებზე, რადგან თუ სულიერ საკთხსაც რაციონალურ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ მივიღებთ 'დამახინჯებულ პასუხს' რომელიც შორს იქნება არსებული რეალობისგან.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანდახან რწმენა მორწმუნეებში გაიგივებულია, როგორც "უბრალოდ მოლოდინი". მაგალითად: ადამიანს , რომელსაც სწამს, რომ ღმერთი შეუქმნის მას მატერიალურ კეთილდღეობას და ამის მისაღწევად არაფერს აკეთებს, არ შეიძლება, რომ საღად 'მორწმუნე' ადამიანი ვუწოდოთ. ესეც ერთგვარი 'რწმენის' დამახინჯებაა.
რწმენა დაფუძნებულია ფაქტებზე, ზოგჯერ აუცილებელია ფაქტი, რომ ირწმუნო, ზოგჯერ კი რწმენა, რომ იხილო ფაქტი, თუმცა ორივე შემთხვევაში რწმენას ფასი აქვს. ანუ ადამიანმა იცის, თუ რა სწამს (რას მოელის).
ებრაელთა 11:7 რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
ებრაელთა 11:8-10 რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად; ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები
