"რა ვუყო ჩემს შიშებს?" - ეს არის სულის შეძახილი, რომელიც ხშირად ისმის. უმეტესად უბედურება მდგომარეობს არა გამართლებულ სიფრთხილეში, არამედ თავისთავად შიშში,როგორც ასეთში. შიში არის გონების მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე.
როცა ტყის მჭრელენი ხეს ჭრიან, ისინი ჭრას არ იწყებენ ფესვებიდან. ხის მოჭრისთვის 3 სქმიანობაა საჭირო.
2.ისინი დარჩენილი ხის შიშველ ტანს ძირში ჭრიან ელექტროხერხის საშუალებით.
3.ხოლო ბულდოზერის მეშვეობით იღებენ ფესვებს და ავსებენ იმ ადგილს, სადაც ხე იყო.
ყოველივე ამის შემდეგ ვეღარავინ ვეღარ შეძლებს იმის წარმოდგენას, რომ ამ ადგილას უზარმაზარი ხე იზრდებოდა.
თქვენს შიშებსაც ასევე შეგიძლიათ მოექცეთ. თავდაპირველად მოიშორეთ წვრილმანები. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? დასაწყისისთვის, მაგალითად, როდესაც თქვენ დაძინებამდე შემოივლით თავენს სახლს, ჩაკეტავთ ყველა კარსა და ფანჯარას, ნუ მოქაჩავთ ყველა სახელურს ხუთჯერ, ან ექვსჯერ, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, ნამდვილად ჩაკეტილია თუ არა კარი. ან თუ გაიგებთ, რომ თქვენს ქალაქში ეპიდემიაა, ნუ იტყვით: "აი, მე შემდეგი ვიქნები!" შეწყვიტეთ შიშით ნაკარნახევი მტკიცებულებების წარმოთქმა და მალე შენიშნავთ, რომ შიშით ნაკარნახევი აზრებიც ნაკლებად ჩაგაცივდებიან. ეს არის ის, რაც "პატარა ტოტებს" შეეხება.
ახლა კი,მოდით ავიღოთ ელექტროხერხი იმისათვის, რომ მოვჭრათ ჩვენი შიშის მთავარი ღერო. მოდით ამ ელექტროხერხს დვარქვათ სახელი - სიყვარული. როგორ შეგიძლიათ შიში სიყვარულით "მოჭრათ"? გაცსოვდეთ მუხლი ბიბლიიდან, "სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს". დიახ, სიყვარული ძალიან მახვილი იარაღია. იგი მძლავრი ხერხია, რომელსაც შეუძლია მთელი ძალით შეეჭიდოს შიშს, გადახერხოს იგი და წააქციოს.
ეს ბიბლიური მუხლი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს იგი სავსებით.
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვათ: "როგორ შეიძლება მისი სიყვარული? ის ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარია. მე შემიძლია მიყვარდეს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, მაგრამ როგორ შემიძლია მიყვარდეს ღმერთი? მე შემიძლია მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ როგორ შემიძლია მიყვარდეს ზოგადი იდეა?"
თუმცა მოიცადეთ, ერთი წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ, რომ ღმერთი ადამიანი გახდა თქვენს გამო, მის შესახებ ბიბლია გვამცნობს. ყოველ საღამოს, დაძინებამდე წაიკითხეთ ბიბლია და მანამდე იკითხეთ და თხოვეთ ღმერთს მისი გაცხადება, სანამ არ გაიცნობთ პირადად იესო ქრისტეს. როდესაც გაიცნობთ მას, თქვენ შეგიყვარდებათ იგი.როდესაც შეგიყვარდებათ იგი, თქვენ მიენდობით მას. როდესაც მიენდობით, გადაეცემით მას სავსებით და მთლიანად, თქვენს შიშებთან ერთად. ეს არის სწორედ ის, თუ როგორ სდევნის შიშს სრულყოფილი სიგვარული.
იმისდა მიხედვით, თუკი გამოიყენებთ ამას თქვენს ცხოვრებაში, თქვენი შიშის მთავარი ღერო აღარ იარსებებს თქვენს ცხოვრებაში. ის, რაც დარჩება გასაკეთებელი, არის ღრმად ჩახედვა, მიღწევა იქამდე, რაც ზედაპირზე არ ჩანს, ე.ი. ფესვებამდე, რომელზეც შიშის ბნელი ხე იზრდებოდა.
ამ საქმის ბოლო საფეხური იქნება ბულდოზერი, რომელსაც ჩვენ ''რწმენას'' შევარამევთ და რომელიც გაქექავს და ამოძირკვავს შიშის მკვებავ ფესვებს. რას წარმოადგენენ შიშის ფესვები? ჩვენი შიშების უმეტესობის დაგროვებას ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიწყებთ. ნორმალური შიში, რომელიც სიფრთხილის ელემენტს წარმოადგენს, გონივრულია. მის გარეშე ადამიანი უბრალოდ სულელი იქნებოდა. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ნორმალური შიში ასე ადვილად ხდება არანორმალური. უმეტესად, ფესვების მთელი აბლაბუდა ყალიბდება ბავშვური შიშებისგან გამოუცნობის, სიბნელის ან უცნობი ადამიანის წინაშე.
შიშის სხვადასხვა ფესვები ცოდვით ფორმირდება. ყოველთვის, როდესაც თქვენ სცოდავთ, გეშინიათ, რომ ეს გამოაშკარავდება და თქვენს შესახებ ყველა გაიგებს. თქვენში დანაშაულის გრძნობა ვითარდება. თქვენი გონება იწყებს შფოთვას, ცდილობს რა ღირებულებების შეცვლას, შავისათვის თეთრის დარქმევას და თქვენს დარწმუნებას იმაში, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, სულაც არ არის ცუდი. ამგვარად, თქვენი ცხოვრება სიცრუისა და თავის დაძვრენის დომხალად იქცევა. შედეგად ვითარდება აკვიატებული იდეები და ფსიქოზი.
ამ ყველაფრისგან თანდათანობით იზრდება განუსაზღვრელი, ავბედი შიში, რომელიც საბოლოოდ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწევს. იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ამ დომხალისგან თქვენს გონებაში მოიმარჯვეთ "რწმენის ბულდოზერი" და როგორც წვეტიანი დანის დახმარებით, ამოიძირკვეთ თქვენი გონებიდან შიშის ყველა ფესვი. უთხარით საკუთარ თავს: "მე მწამს, რომ იესო ქრისტეს შეუძლია ჩემი ცოდვების პატიება. მე სწორედ ახლა ვთხოვ მას ამის შესახებ. მე მწამს, რომ ჩემი ცხოვრება მისით არის გამოსყიდული."
სიყვარულისა და რწმენის შეთავსებას ნებისმიერი შიშის გადალახვა შეუძლია. ეს არის დიადი კეთილი უწყება, რომელიც იესოს აქვს ჩვენთვის.
(ლიტერატურა) ნორმან ვინცენტ პილი.
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები
