შენ გეძინა და ვერც კი ამჩნევდი
გამოიღვიძე სანამ დრო არის
თორემ ბოლო დღეს ძილში დარჩები
აღიარე რომ შენ ხარ სიზმარში
და ამ სიზმარში როლი გაქვს ცუდი
გზაზე რომელზეც შენ მიისწრაფვი
საშიშია და ძალიან მრუდი
სიზმარში ხედავ თითქოს კარგად ხარ
და არც კი ფიქრობ რა ხდება შენში
ხედავ რომ თითქოს ბედნიერი ხარ
მაგრამ ვერ ხვდები რომ ხარ ცუდ დღეში
აქ თითქოს ყველას ყველანი უყვარს
მაგრამ ვერ ხვდები რომ ეს ყალბია?
შენ ფიქრობ თითქოს ღმერთის შვილი ხარ
მაგრამ ეშმაკმა მონად გაქცია
გიყენებს ისე როგორც მას უნდა
გაიძულებს რომ მუდამ გაჩუმდე
იესოს სიტყვის მოსასმენელად
ვერ მოიცალო კვლავ მუდამ დუმდე
მაგრამ მიხვდი რომ შენ ხარ ძლიერი
გემორჩილება ყოველთვის ცოდვა
მხოლოდ ღმერთს მიჰყევ და მას მიენდე
ის შენთან არის და კვლავაც მოვა
ცოტა გონს მოდი მაგრამ ვერ ამჩნევ?
სულ მალე ღმერთით ამას გაარჩევ
ღმერთის მადლით და დიადი ძალით
შენს ცხოვრებიდან ეშმაკს გაათრევ.
ეს სიზმარია შენი გონება
რომელშიც არის ბევრი სიტყვები
არის ეშმაკის და არის ღმერთის
უკვე შენზეა რომელს მიჰყვები
მიჰყვები უფალს ? მას დაეყრდნობი?
გაიმარჯვებ და აღარ წააგებ
ღმერთის მადლით და დიადი ძალით
შენს ცხოვრებიდან ეშმაკს გაათრევ.
მაგრამ თუ წახვალ სიცრუის გზებით
დაიტანჯები და დაიქცევი,
ბოლო დღეს როცა უფალი მოვა
ანდა მანამდის სად გაიქცევი?
უფლის ხელში ხარ ყველანაირად
მას ძალუძს შენი ქვეყნად სიცოცხლე
გადაწყვიტე და გამოიღვიძე
მხოლოდ და მხოლოდ მისთვის იცოცხლე
გული მოგილბო უფლის სიტყვებმა?
დაინგრა შენში სიმაგრეები?
შენგან ბოროტი უკვე წავიდა
და დაშრა ცოდვის მდინარეები
მაშინ დაიწყე სულ სხვა ცხოვრება ,
საკუთარ თავზე სთქვი მკაცრი უარი
უფალი მუდამ შენთან იქნება
და გამაგრდები ,როგორც კლდე მყარი.
(რომეო შალამბერიძე)
"ყოველი ნიჭი მაღლიდან მოდის"
"ყოველი ნიჭი მაღლიდან მოდის"
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები
