რა არის ცხოვრება?

ცხოვრება მონეტას ჰგავს,ბედნიერება და უბედურება მისი ორი მხარეა,მონეტის აგდების შემდეგ მხოლოდ ერთი მხარის დანახვაა შესაძლებელი,
   თუმცა, გახსოვდეს, მეორე მხარე ყოველთვის უცდის თავის რიგს.შენი ცხოვრება ზღვა არის, შენი გული _ზღვის ნაპირი, შენი მეგობრები ზღვის ტალღები არიან, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ტალღა იქნება ზღვაში, მთავარია,რამდენი მათგანი აღწევს ზღვის სანაპირომდე. ცხოვრება ნათელი ცაა, ღრუბლები სევდიანი დროის მომენტებია, ზოგჯერ ღრუბლები იმდენად ბნელია, ძნელია,გაიხსენო,რომ მზე ისევ ანათებს.იყავი მომთმენი,სინათლე დაბრუნდება, ის ელოდება დროს, რომ  გამოანათოს.ცხოვრება ღმერთის მიერ ნაბოძები საჩუქარი – ბრილიანტია,რომელიც გვალამაზებს და გვაგრძნობინებს,რომ განსაკუთრებულები ვართ. გაალამაზე შენი ცხოვრება, არ დაკარგო და გაუფრთხილდი მას. ცხოვრება სარკეა – რაც გინდა, რომ სხვებში დაინახო,პირველ რიგში, ის შენში ეძებე. რასაც სხვებისგან მოელი, ის ჯერ შენში აღმოაჩინე. ცხოვრება მთას ჰგავს, მწვერვალზე ასვლა შენი მიზანია, მასზე მისაღწევი გზები ძნელი გასავლელია, მაგრამ მწვერვალზე ასვლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ცოდნა,რომელსაც იძენ,  გამოწვევები, რომელსაც გაუმკლავდები და ადამიანები,რომლებთან   ერთადაც მიიწევ მწვერვალისკენ.ცხოვრება  ცხენების დოღია – მასში მონაწილე ცხენმა არიცის, რატომ გარბის შეჯიბრის დროს, ის მირბის იმიტომ,რომ ურტყამენ და სტკივა.ჩვენი, ცხოვრებაც დოღია, ღმერთი – მხედარი, ასე რომ, როცა“გტკივა”, ე.ი. ღმერთს უნდა,რომ გაიმარჯვო. ცხოვრება პატარა ისტორიაა, ჩვენ მისი პერსონაჟები ვართ, ყოველი დღე, როგორც პიესა, წინასწარ დაწერილია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ცხოვრება ექოა, რასაც გაგზავნი,დაგიბრუნდება,რასაც გასცემ, მიიღებ, რასაც სხვებში ხედავ, ის შენში არსებობს. ცხოვრება ბუმერანგია, ის ყოველთვის უკან დაგიბრუნდება. ცხოვრება მდინარეს ჰგავს – შეუძლებელია ორჯერ შეეხო ერთი და იმავე წყალს,რადგან ერთხელ გავლილი დინება აღარასდროს დაბრუნდება უკან…დატკბი ცხოვრების თითოუელი მომენტით.ადამიანები სასწაულად მივიჩნევთ ჰაერში ან წყალზე გავლას, თუმცა ნამდვილი სასწაული აქ,თითოეულ მოვლენაშია, ჩვენი ყოველი დღე სავსეა სასწაულებით, თუმცა ჩვენ ვერ ვამჩნევთ:ცისფერი ცა,თეთრი ღრუბლები, მწვანე ფოთლები,თუნდაც მოღრუბლული ცა და წვიმიანი ამინდი…ეს ყველაფერი სასწაულია! ცხოვრება რბოლაა, მასში გამარჯვება უნდა მოიპოვო! ცხოვრება საჩუქარია, ის უნდა დააფასო! ამიტომ მოიკრიბე ძალა, რათა შეძლო, აირჩიო ის,რაც გსურს და გააკეთე ის ბოლომდე! მოიკრიბე ძალა, რათა შეიყვარო ის, რაც გინდა ცხოვრებაში და გიყვარდეს ის გულწრფელად! მოიკრიბე ძალა,რათა შეძლო საკუთარი ცხოვრების კონტროლი,რადგან ამას სხვა ვერ გააკეთებს! მოიკრიბე ძალა, რათა გახადო შენი ცხოვრება ბედნიერი, რადგან ეს ცხოვრება შენია…! ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება! თუ კი შენ ეცდები მიატოვო ყოველივე ცუდი და იფიქრო იმ ცხოვრებაზე, რომელიც ღმერთმა განსაზღვრა შენთვის!
შემდეგ
« უკან